logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რავა ვერაფერს ასწრებდა?!
- +

7 ივნისი. 2021. 12:33

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კომენტარს გამოეხმაურა.

 

„ოლიგარქებზე კანონის მიღება საქართველოში ვერ მოვასწარიო. რავა ვერაფერს ასწრებდა?! გარეჯის საკითხი შეთანხმებული მქონდა, ვერ მოვასწარიო. 9-მილიონიანი „კოლჩუგას“ 16,5 მილიონად ყიდვა ხომ მოასწარით?! სხვათაშორის, ახლახან წავაწყდი ჩემს 2007 წლის ინტერვიუს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

რომელია ის 20 ქვეყანა, რეფორმებზე რომ იმუშავეს? ისე, ზელენსკიმ თუ 2 წელიწადში მოასწრო, 9 წელში, თუ მიღება გსურდათ, რატომ არ მიიღეთ?

 

ან 9 წელს რატომ ვუთვლით „მოქალაქეთა კავშირის“ მთავრობის მინისტრს და პარტიის გენერალურ მდივანს, 1995-2002 წლებში „მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით ორგზის დეპუტატს?! მერე ორ დაჯგუფებაში ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა სძლიეს ძველებს, შექმნეს ახალი პარტია, მოახდინეს რევოლუცია, გადაიფორმეს მაჟორიტარები და 7 წლის შემდეგ კიდევ 9 წელი მართეს ქვეყანა.

 

არ დავწერდი, მაგრამ არ ეშვება ქვეყანას. თურმე 17 წელში კანონის მიღება ვერ მოასწრო…“ – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner