ჯამბულ გამცემლიძე ე.წ. კორტების საქმის გახსნას ეხმაურება და წერს:
„ღმერთო, რატომ არ მოესწრო საცოდავი იური ამ დღეს... თუმცა, როგორ მოესწრებოდა, როცა ფირცხალავა გარეთ დასეირნობდა ამ დროს. ციხეში უნდა ჩაალპო ბაძირლები, რომ საკუთარი ლეშის სუნში დაიხრჩონ...
რატომ აჩენს უფალი ასეთ გარეწრებს, რატოოომ?.. რადენი ხანი იბრძოლა იურიმ რადენი... უუუუუუუხ..."- წერს გამცემლიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წელი მიესაჯათ. ისინი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლდნენ.
ამ საქმეში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელებს სასამართლომ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კახაბერ ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.