logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მიმდევართა შემოკრება პრობლემას აღარ წარმოადგენს
- +

7 ივნისი. 2021. 13:42

 

 

„თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს“, - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

„იუდა ისკარიოტელის საქციელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, აქაც შეიძლება ყურადღების გამახვილება ძალზე მნიშვნელოვან დეტალებზე. ბოლო-ბოლო ღალატის ჩადენაში აღებული ფული - უკან დააბრუნა. ფიზიკურ გადარჩენამდე და სულიერ შენდობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა - ფულის დაბრუნება, მონანიების ნიშანი იყო, ცოდვისაგან განთავისუფლებისათვის კი - ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მაცხოვართან: მაპატიე! მაგრამ იუდამ საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი - ჩადენილი დანაშაული იმდენად უპატიებელ კატეგორიაში გაიყვანა, რომ თავი მოიკლა. არ შექმნა „უფლის მოციქულის“ პარტია ან სექტანტური მოძრაობა „იუდას გზა“ - უკვე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ახალი აღარ მიამატა. მკრეხელობაა - იუდას ბიოგრაფიაში „ღირსებისმაგვარი“ რამ დაინახო, მაგრამ თანამედროვე წუთისოფელში ღალატი იმდენად ჩვეულ ფენომენად გადაიქცა, რომ არც მისი ჩადენა, არც მის გარშემო მიმდევართა შემოკრება - პრობლემას აღარ წარმოადგენს. თანაც, ეს ყოველივე ისე ხდება - რომ ერთადერთი, რაშიც იუდას არ ჰბაძავენ - ფულის დაბრუნებაა. დღეს ეს აღარავის უნდა. „ფულში“ აქ იგულისხმება როგორც რეალური ფულადი ერთეულები, უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე, პოლიტიკაში „ფლოსტებით“ მოსულებისთვის - მოპოვებული ძალაუფლება, ფინანსური პირამიდებისა და კლანების შექმნა. ასევე - ელემენტარული მადლიერების გრძნობის გამოხატვა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლის მეშვეობითაც მოხვდი ამ „მეინსტრიმში“ და რომლის ზურგს უკან ვერცხლისმოყვარეობასა შინა ნებივრობდი“, - წერს საკუთარ facebook-ის გვერდზე დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner