სააგენტო „მარშალპრესის“ დამფუძნებელი ოთო სტეფანიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„აბა დაიწყო მოთქმა ხმითა და თავზე ნაცრის წაყრა. ვინც გახარიას პოლიტიკურ საფლავში მიჰყვებით, მიჰყევით ბოლომდე. რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა? გიორგი გახარია მოღალატეაო? ახლა როგორ არის საქმე?
აპაჭუნოს აცრემლებული თვალები და იყოს, რა ეგონა?
თავისი მოკლე ჭკუით იფიქრა, რომ „ოცნებას“ ხმებს წაართმევდა და ბიძინა ივანიშვილის საფარქვეშ იბოდიალებდა? ყველაფერი ცხადი და ნათელია.
კეზერას შნირი გახარია ვეღარ იქნება გახარებული და თქვენც, „გახა-რებულებო“, ახლა ჰოპ თქვით და ისე გადმოხტით ჩაძირული ნავიდან „ოცნების“ კრეისერზე, ოღონდ ფრთხილად, წყალში არ მოადინოთ ტყაპანი!!!“ - წერს ოთო სტეფანიშვილი.