logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის შეფასება მით უფრო საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც გახარიას და მისი პარტიის შესახებ უამრავი სპეკულაციები გაისმა
- +

7 ივნისი. 2021. 14:13

 

 

„ბიძინა ივანიშვილის შეფასება მით უფრო საყურადღებოა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც გახარიას და მისი პარტიის შესახებ უამრავი სპეკულაციები გაისმა“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ საქართველოში ცხოვრობს და იმისაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა რისკის ფასად შემოვიდა პოლიტიკაში, ასევე, იმასაც თუ გავიხსენებთ, ვისი დამსახურებაა, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვისი დამსახურებით გახდა შესაძლებელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ურიგო არ იქნება! ადამიანს, რომელსაც ასეთი პოლიტიკურ ნაბიჯი აქვს გადადგმული (აქ მის ქველმოქმედებაზე, ცხადია, არ ვისაუბრებ), ცხადია, გულგრილი ვერ დარჩებოდა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

ბატონი ივანიშვილის შეფასება მით უფრო საყურადღებოა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე როდესაც გახარიას და მისი პარტიის შესახებ უამრავი სპეკულაციები გაისმა: ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას საქციელს მოღალატის ტოლფასად აფასებს, გაქცევა პასუხისმგებლობიდან კრიტიკულ დროს, როდესაც გახარიას კანონის უზენაესობა დააყენა ეჭვქვეშ, რაც, ასევე, საგულისხმოა, კატეგორიულად გამორიცხა მისი მხრიდან ფსევდოპარტიების ჩამოყალიბება და მათთან კავშირი! ბატონ ივანიშვილს სწორედ ის პარტია და ის ხალხი მოსწონს, ვინც დღეს კვლავ „ქართულ ოცნებაშია“ და იმ საქმეს აკეთებს, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ემსახურება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner