logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: გ ა ბ რ ი ა ძ ე - სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში!
- +

7 ივნისი. 2021. 15:08

 

 

რეჟისორი რობერტ სტურუა, ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის და მოქანდაკის, რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„წავიდა დიდი ხელოვანი: მხატვარი, მწერალი, რეჟისორი!

 

წავიდა, მაგრამ თავისი არაჩვეულებრივი სამყაროს კარი არ დაგვიხურა!

 

როცა ისურვებს ქართველი თუ სხვა ქვეყნის შვილი, ფრთხილად შეაღებს ჯადოსნურ კარებს და  ს ი კ ე თ ი ს   ქ ვ ე ყ ა ნ ა ს ეზიარება!

 

ეს ოცნების ქვეყანა  ულმობელ დროს სულ იოლად უძლებს...

 

ეს საოცარი და სევდიანი მხარე გ ა ბ რ ი ა ძ ი ს   ს ა მ ყ ა რ ო ა !

 

ზოგი სახელით რჩება ქართველის გულში, ჩემთვის კი გვარი  გ ა ბ რ ი ა ძ ე - სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში!“ - წერს რობერტ სტურუა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner