რეჟისორი რობერტ სტურუა, ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის და მოქანდაკის, რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:
„წავიდა დიდი ხელოვანი: მხატვარი, მწერალი, რეჟისორი!
წავიდა, მაგრამ თავისი არაჩვეულებრივი სამყაროს კარი არ დაგვიხურა!
როცა ისურვებს ქართველი თუ სხვა ქვეყნის შვილი, ფრთხილად შეაღებს ჯადოსნურ კარებს და ს ი კ ე თ ი ს ქ ვ ე ყ ა ნ ა ს ეზიარება!
ეს ოცნების ქვეყანა ულმობელ დროს სულ იოლად უძლებს...
ეს საოცარი და სევდიანი მხარე გ ა ბ რ ი ა ძ ი ს ს ა მ ყ ა რ ო ა !
ზოგი სახელით რჩება ქართველის გულში, ჩემთვის კი გვარი გ ა ბ რ ი ა ძ ე - სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში!“ - წერს რობერტ სტურუა.