logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს
- +

17 ივლისი. 2016. 22:25



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი და ხელოვანთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს მხარდაჭერას უცხადებს და დავით კინწურაშვილს ოპერის სამხატრო ხელმძრვანელის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ოპერისა და ბალეტის თეატრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.



"როგორც ოპერის პირველმა პირმა, სიტუაციის ნორმალიზებისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის ეს ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგათ და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა. როცა საკუთარი თანამშრომლები, მთელი დასი გიპირისპირდება და აცხადებს, რომ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებთ , არც ერთი თანამდებობა არ ღირს ამდენ ლანძღვად. გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას. გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. მე როგორც ასევე საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ მუქარა თეატრის გუნდისა და თანამშრომლების მიმართ და თანამდებობის შესანარჩუნებლად ნუ მიმართავთ ბინძურ ხერხებს. მუქარით და დაშინებით მმართველობის დრო საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა. თუ მხარს არ გიჭერს იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც შენ უნდა ემსახურო, ბატონო დავით მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს", - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.



რამდენიმე დღის წინ თეატრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ვინაიდან მათი თქმით, იგი თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს და დღემდე არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner