„თურქეთს როგორც რეგიონში, ისე კონკრეტულად საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. სამეზობლოში და მის გარეთაც დიდ თუ პატარა ქვეყნებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა და შეჯერება მტკიცე მშვიდობასა და განვითარებას მოგვიტანს!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
„ცხადია, თურქეთთან ისტორიული პრობლემები გვქონდა, მაგრამ თანამედროვე რეალობისა და ჩვენი ურთულესი სამეზობლოს გათვალისწინებით უნდა გვესმოდეს, რომ ანტითურქული ისტერია ჩვენივე სახელმწიფოებრივ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. საერთოდ, ისტორიული პრობლე მები საუკუნეების განმავლობაში არამარტო თურქეთთან, არამედ ყველა მეზობელთან გვქონდა, მაგრამ ახლა 21-ე საუკუნეა და ორი არჩევანი გვაქვს — ან საუკუნეების წინანდელ რეალობაში ჩავრჩეთ და ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში თვითიზოლაცია გამოვაცხადოთ, ან მეზობლებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესები მაქსიმალურად შევაჯეროთ და განვითარების გზით ვიაროთ!
რაღა თქმა უნდა, თურქეთს როგორც რეგიონში, ისე კონკრეტულად საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. სამეზობლოში და მის გარეთაც დიდ თუ პატარა ქვეყნებთან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა და შეჯერება მტკიცე მშვიდობასა და განვითარებას მოგვიტანს!“ - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.