logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად ჩვენს იურისდიქციაში უნდა მოექცეს!
- +

7 ივნისი. 2021. 18:09

 

 

„ღარიბაშვილმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზევე განაცხადა — შევთანხმდით, რომ დავითგარეჯის საკითხი ისე მოგვარდება, როგორც ორ მეზობელსა და სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამებაო“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ღარიბაშვილმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზევე განაცხადა — შევთანხმდით, რომ დავითგარეჯის საკითხი ისე მოგვარდება, როგორც ორ მეზობელსა და სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამებაო. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ყველასათვის ცხადია: დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად ჩვენს იურისდიქციაში უნდა მოექცეს და მჯერა, ეს საკითი გონივრულ დროში გადაწყდება.

 

საერთოდ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიც დავითგარეჯის საკითხია, აჟიოტაჟის, საინფორმაციო ისტერიისა და ლანძღვა-გინების ფონზე ვერასოდეს მოგვარდება, რადგან ასეთ პირობებში არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო და მისი ლიდერი კომპრომისზე არ წამოვლენ, რათა თავიანთი მოსახლეობის, მათ შორის, თავიანთი ამომრჩევლის თვალში სუსტად და დამცირებულად არ გამოჩნდნენ!“ - განაცხადა ამირან სალუქვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner