logo_geo
eng_logo
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი: ვითხოვთ პარლამენტისა და შესაბამისი უწყებებისგან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში
- +

7 ივნისი. 2021. 18:24

 

 

„ვითხოვთ საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებებისგან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში“, – ამ მოთხოვნით ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა დღეს პარლამენტთან აქცია გამართა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში მედიასაშუალებებით აქტიურად მიმდინარეობს უამრავი ტიპის ინფორმაციის გავრცელება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. ახალგაზრდებმა ობიექტური და დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით გადავწყვიტეთ დღევანდელი აქციის ორგანიზება“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეხვედრას ითხოვენ.

 

„ბოლო დღეებია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. ვისმენთ ინფორმაციას შესაძლო ძალადობასა და ბავშვთა უფლებების დარღვევებზე. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან და შესაბამისი უწყებებისგან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ხდება ბავშვთა პანსიონში. მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც ჩვენ საინიციატივო ჯგუფს გვექნება საშუალება მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბავშვთა უფლებების დაცვა ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ახალგაზრდების მიმართვაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner