logo_geo
eng_logo
სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში ამბოხის 11 სავარაუდო მონაწილე დააკავეს
- +

17 ივლისი. 2016. 22:38



სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში პოლიციამ ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავა. სპეცოპერაციის დროს, ეჭვმიტანილებმა მიმალვა სცადეს, რა დროსაც მათ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. დაკავებულები სამხედროები არიან. ისინი სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.


ამასთან, თურქეთის პოლიციასა და სამხედრო გადატრიალების მომხრეებს შორის ქალაქ კონიაზე შეტაკება მოხდა. ინფრომაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაპირისპირება ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე მოხდა.


თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner