logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია და მისი პარტია ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნება!
- +

7 ივნისი. 2021. 19:01

 

 

„საერთოდ, სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია და მისი პარტია ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნება, რადგან „ნაცებს“ ვეღარაფერი მოუნანიებიათ და ქართველი ხალხისათვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

 

„თბილისში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი სააკაშვილსა და მის ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში მაქსიმალურად გაემიჯნა, როცა განაცხადა — სააკაშვილი უკრაინის მთავრობის წევრი არ არის და უკრაინული სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავსო!

 

რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, მისთვისაც და ნაციონალური მოძრაობისთვისაც უკეთესი იქნებოდა, თავისი ფეხით ჩამოსულიყო და სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. თავს თუ ვერ  იმართლებდა, ციხეში ჩაჯდებოდა და ახლა უკვე გამოსულიც იქნებოდა, როგორც სხვები წამოვიდნენ.

 

საერთოდ, სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია და მისი პარტია ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნება, რადგან „ნაცებს“ ვეღარაფერი მოუნანიებიათ და ქართველი ხალხისათვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner