logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გახარიას პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა
- +

7 ივნისი. 2021. 19:56

 

 

“ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გახარიას პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით გამოჩნდა, რომ გახარია „ოცნებისგან“ დამოუკიდებლად თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ოპოზიციური პარტიებისგან არის დისტანცირებული,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

მისი თქმით, ხალხში გახარიას ნდობის მანდატი კრიტიკულად დაბალ ზღვარზეა:

 

“საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვები და ეჭვები, რომ გახარიას და დესტრუქციული ოპოზიციის დღის წესრიგი თანხვედრაშია. აღნიშნულ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, რადგან კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.... რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრაზა, რომ გახარიამ გადადგომის მომენტში საკუთარ გუნდს უღალატა. დიახ, ნამდვილად ასე იყო, გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს. მისი ნაბიჯი ლოგიკურობით არ იყო ნაკარნახევი, მთავარია, საზოგადოებამ გაიგოს, რის სანაცვლოდ გადადგა ასეთი სამარცხვინო და არაპოპულარული ნაბიჯი. თუ მისი ნაბიჯი ოპოზიციასთან გარიგებას და დიდ ფულს უკავშირდება, ეს დიდი ადამიანური ტრაგედიაა, რომელიც შავ ლაქად გაჰყვება გახარიას და მის გუნდს, ხოლო თუ ის მართლა მელიას გამო გადადგა (რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვერსიაა), ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რადგან აღნიშნული ნიშნავს, რომ პრემიერი, რომელიც კანონს უნდა იცავდეს, პირიქით ხელს უშლის კანონის აღსრულებას და პიროვნებას კანონზე მაღლა აყენებს. ფაქტი ერთია, ხალხში გახარიას ნდობის მანდატი კრიტიკულად დაბალ ზღვარზეა. დღევანდელი მოცემულობით, მას და მის გუნდს გაუჭირდება არჩევნებში რაიმე ხელშესახებ შედეგს მიაღწიოს,“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner