„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ამას პოლიტიკოსის სოციალურ ქსელში გააქტიურებაც მოწმობს. პეტრიაშვილი საკუთარ „facebook"-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ „Wings for Life 2016" მარათონისთვის ფორმაში უნდა იყოს.
„Wings for Life 2016" მარათონისთვის ფორმაში უნდა ვიყო! ყვარლის ქუჩებში სირბილს სხვა ხალისი აქვს! ამ ხალისს პირველ რიგში თვითონ კახელები ქმნიან, ვენაცვალე მაგათ!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს, დღისით, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.