„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში.
„დღეს წყნეთში ხოშტარიას წინასაარჩევნო ასეხვედრა ჰქონდა 22 კაცთან.
ამ სანდრას რას დაათრევენ ეს „ნაცები" გასაყიდი ძროხასავით?
ფეისია და ხმებს მოუტანს?"- წერს ბაკურაძე.
ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, სანდრა რულოვსთან ერთად წყნეთელებს შეხვდა.
ელენე ხოშტარიამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.