logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტით მიიწვია
- +

7 ივნისი. 2021. 23:40

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტით მიიწვია. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ევროპული ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნდება.

 

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის ინტერესებს დაიცავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner