სულხან მოლაშვილის ოჯახი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ 2016 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვს. სარჩელი უკვე მზადდება.
მოლაშვილის ოჯახის წევრები სულხან მოლაშვილის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ.
„მიშა სააკაშვილის ბრალია ეს ყველაფერი. დანარჩენები იყვნენ „პეშკები", შემსრულებლები, მაამებლები. არ არის გამორიცხული, რომ გავა დრო და აღმოაჩინონ ის ფირი, თუ როგორ აწამებდნენ სულხანს, რომელსაც მიშამ უყურა და ტკბებოდა.
ის კაცი მაჩვენეთ ვინც იქ ჩაიყვანა სულხან მოლაშვილი თქო. ვიღაცამ ხო უთრხა, რომ ხელი მოეკიდა და ჩაეყვანა იმ ჯურღმულში. ამაზე ადვილი რა არის? დღეს ამ მონაცემებით გამოძიების იმედი არ მაქვს..."- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.