ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ნახავდით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. ბევრჯერ დავწერე, მ.შ. კომენტარებშიც, და ვთქვი, რომ არ აქვს მას ახალი პროექტი. ვისაც არ სურს, არც ამ განცხადებას დაიჯერებს.
რატომ უყვართ ადამიანებს შეთქმულების თეორიები, ვიცი, მაგრამ რატომ იჯერებენ, რომ ბ.ივანიშვილმა შექმნა ახალი პროექტი, რომელსაც ალანძღვინებს ძველ პროექტს, ლოგიკაში არ ჯდება.
დანარჩენზე გააგრძელეთ მსჯელობა. ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ, სხვა ფორმატში ვისაუბროთ. ამ სივრცეში არაა საინტერესო, რადგან ჩემი აზრი საკმარისად გამოვხატე. გარკვეულ ნიუანსებს დავტოვებ კადრს მიღმა.
სიმართლე გითხრათ, სხვა მოლოდინები მქონდა. დანარჩენს არჩევნები დაალაგებს”, - წერს ანალიტიკოსი.