logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა
- +

8 ივნისი. 2021. 03:04

 

 

“მასობრივი/ სწრაფი ვაქცინაციის მიზანი და სარგებელია პოპულაციური იმუნიტეტის სასურველი დონის (მოზრდილი მოსახლეობის 60-70%) სწრაფად მიღწევა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს აზიანებს”, - ამის შესახებ “ჯეოქეისის” მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

 

“ხანგრძლივი ცირკულირების დროს ვირუსის მიერ ახალი მუტაციების და უფრო გადამდები და შედარებით რეზისტენტული ახალი შტამების - ე.წ. შეშფოთების ვარიანტები შეიძლება განვითარდეს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდეს ამის  თავიდან აცილება ან შემცირება, რომ არ გახდნენ დომინანტური. საჭიროა მეტი დაცულობა შემოდგომისათვის, როცა ტემპერატურის კლებასთან პარალელურად ინფექციის ზრდის პოტენციური საფრთხე იქნება საგანმანათლებლო პროცესის ადგილებზე განახლება და გაიზრდება დახურულ სივრცეებში ყოფნის დრო, რაც ვირუსის გავრცელების შანსს ზრდის. თანაც, ზაფხულში ტურიზმის ზრდის გარდა მოსალოდნელია მობილობის გაზრდა საარჩევნო პროცესის გამოც უკვე ოქტომბერში. სწორედ ამან მძიმე შედეგები მოგვცა შარშან შემოდგომაზე.  მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა და დროულად გავრცელება ახალ სივრცეებშიც, განსაკუთრებით - რეგიონებში”, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner