logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: თურქეთი უფრო ინტენსიურად მოახდენს დემონსტრირებას, რომ ევროპისგან დამოუკიდებლად მოქმედებს
- +

18 ივლისი. 2016. 00:02


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე თურქეთის სამხედრო გადატრიალების შესახებ წერს:


 

„ამ არშემდგარი გადატრიალების შემდეგ უკვე ჩანს, რომ:

ერდოღანმა ქვეყნის შიგნით ხელში აიღო ძალაუფლების ყველა ბერკეტი, ქვეყნის შიგნით მას საფრთხე აღარ ემუქრება და ახლა საშუალება აქვს, რომ მთლიანად საგარეო საქმეებით დაკავდეს.

 

თურქეთში და მის გარეთ ნეოოსმანიზმის კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდა და დამკვიდრება დაიწყება.

 

ერდოღანი არის მუსლიმი ძმების უპირობო ლიდერი.

 

თურქეთი სულ უფრო ინტენსიურად მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ევროპიგან და ამერიკისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც გაზრდის მის ავტორიტეტს ანტიდასავლურად განწყობილ მუსლიმურ სამყაროში.

 

P.S. თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელია, ამიტომ კარგად უნდა შევისწავლოთ ნეოოსმანიზმი, რასაც ეფუძნება თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა."- წერს მაღლაფერიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner