logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: აბა, ყვავებს ვინ აირჩევს, კარგო? პარლამენტში ბულბულატორები ზიან
- +

8 ივნისი. 2021. 15:39

 

გამოცემა „for.ge“- ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება.

 

„როდესაც გამოიყენება სიტყვა „რუდუნებით“, იქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისეთი სიტყვები, როგორებიც არის მაგ. „ღვაწლმოსილი“, „ამაგდარი“.. ასევე - „კვალი ნათელი“ და ა.შ.

 

ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.

 

თან საქმე: ვამბობთ „ლენინს“ და ვგულისხმობთ „პარტიას“, ვამბობთ „ნაციონალებს“ და ვგულისხმობთ „ФСБ“-ს, ვამბობთ „გირჩს“ და ვგულისხმობთ ერთი მხრიდან გახვრეტილ „კოკა კოლას“ ცარიელ ბოთლს.

 

P.S. აბა, ყვავებს ვინ აირჩევს, კარგო? პარლამენტში ბულბულატორები ზიან.

 

P.P.S. ვამბობთ „ზიან“ და ვგულისხმობთ „სხედან“, - წერს გიორგი იაკობაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner