გამოცემა „for.ge“- ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება.
„როდესაც გამოიყენება სიტყვა „რუდუნებით“, იქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისეთი სიტყვები, როგორებიც არის მაგ. „ღვაწლმოსილი“, „ამაგდარი“.. ასევე - „კვალი ნათელი“ და ა.შ.
ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე.
თან საქმე: ვამბობთ „ლენინს“ და ვგულისხმობთ „პარტიას“, ვამბობთ „ნაციონალებს“ და ვგულისხმობთ „ФСБ“-ს, ვამბობთ „გირჩს“ და ვგულისხმობთ ერთი მხრიდან გახვრეტილ „კოკა კოლას“ ცარიელ ბოთლს.
P.S. აბა, ყვავებს ვინ აირჩევს, კარგო? პარლამენტში ბულბულატორები ზიან.
P.P.S. ვამბობთ „ზიან“ და ვგულისხმობთ „სხედან“, - წერს გიორგი იაკობაშვილი.