პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე დავით სარაჯიშვილის საფლავთან არსებულ ე.წ. „სტაიანკას" სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ზოგიერთი გაბედული ავტომოყვარულის საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ ბევრ სხვასთან ერთად ქაშვეთიც დავით სარაჯიშვილის აშენებულია!
თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ძალიან უხერხულია, თან მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდეთ და თან ერთმანეთს ვუხსნიდეთ, რომ საფლავებზე მანქანის დაყენება ცუდი საქციელია! ძალიან ცუდი!
რა ვქნათ ახლა, საგზაო ნიშანს ხომ არ დავკიდებთ, რომ გაჩერება აკრძალულია?! სხვათა შორის ეს ტერიტორია საჯარო სივრცეა და არავის კერძო საკუთრება არ არის!
P.S. კაცმა რომ თქვას, არც სარაჯიშვილის საფლავს მობჯენილი მაღაზია დგას მაინცდამაინც თავის ადგილას, თუმცა, ჯერ "სტაიანკის" საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი!!!"
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=14175