logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა ნაცების
- +

8 ივნისი. 2021. 18:13

 

„ერთი შეხედვით ეს სულელური და არასერიოზული გამოკითხვა, რომელიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიამ გააკეთა, არც სულელურია და არც არასერიოზული. ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია, როგორც მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა ნაცების და როგორც მაქსიმუმ პირდაპირ მათ საქმეს აკეთებს“, - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე „ტვ პირველის“ გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, კარგად იციან გაქცეულმა სააკაშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რომ არც ახლა, არც შემოდგომაზე და არც სამი წლის მერე არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი არ აქვთ.

 

„ერთი შეხედვით ეს სულელური და არასერიოზული გამოკითხვა, რომელიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიამ გააკეთა, არც სულელურია და არც არასერიოზული. ეს არის ლუსტრაცია იმისა, რომ გახარია, როგორც მინიმუმ სიტუაციური მოკავშირეა ნაცების და როგორც მაქსიმუმ პირდაპირ მათ საქმეს აკეთებს. კარგად იციან გაქცეულმა სააკაშვილმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რომ არც ახლა, არც შემოდგომაზე და არც სამი წლის მერე არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი არ აქვთ. ამიტომ, წინ დაიყენეს გახარია და მთელი ძალებით აპიარებენ, რომ ამ კაცმა როგორმე „ოცნებას“ ხმები წაართვას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში შეასრულოს გადამწყვეტი როლი. ცხადია, ამას გახარიაც კარგად ხვდება, მაგრამ მაინც აკეთებს. ახლა მთავარი ის არის, რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციას მთელი თავისი რესურსით. ორი ვარიანტია, ან „ნაცებთან“ არის შეკრული, ან ვინმეს სამაგიეროს ამ ფორმით უხდის. ყველაფრის მიუხედავად, თუ „ოცნებამ“ ეს დაბრკოლებაც გადალახა და ამ არჩევნებში 49 პროცენტი აიღო, იმ დღესვე დასრულდება ახლად შექმნილი პარტიის ცხოვრება და იმ დღესვე დასრულდება გახარიას პოლიტიკოსობა. ჯერჯერობით საქმე სწორედ ამ სცენარისკენ მიდის, რასაც მნიშვნელოვანი ბიძგი ბიძინა ივანიშვილის განცხადებამაც მისცა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner