logo_geo
eng_logo
ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა
- +

18 ივლისი. 2016. 10:24


ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.


ბოლო მონაცემებით, მათ კიდევ 5 მძევალი ჰყავთ აყვანილი, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.


შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი ერევანში მდებარე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გუშინ დილით შეიჭრა, ოპოზიციური მოძრაობის „ახალი სომხეთის" ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 3 დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner