ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.
ბოლო მონაცემებით, მათ კიდევ 5 მძევალი ჰყავთ აყვანილი, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.
შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი ერევანში მდებარე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გუშინ დილით შეიჭრა, ოპოზიციური მოძრაობის „ახალი სომხეთის" ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით. შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 3 დაშავდა.