“მაშინ ვეუბნებოდი და არ დამიჯერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვეუბნებოდი, რომ ნუ აყოლილხართ ამ უმანდატო ბოკერიასა და უგულავას, ამ უმანდატო ამრევს აყვნენ და ის დაემართათ, რაც დაემართათ, რომ შემოვიდნენ თავლაფდასხმულები დღეს, შემოიპარნენ რეალურად”, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
“არც „ნაციონალური მოძრაობა“ რომ შუადღეს შემოვიდა, ის იყო სერიოზული, უნდა შემოსულიყვნენ მაშინ, როდესაც სხდომა გაიხსნა და რატომ არ მოვიდნენ, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური განცხადებების დრო იყო, რატომ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, არ ვიცი. მერე რა უნდა ეთქვათ ან როგორ უნდა ეთქვათ, ეგეც არ ვიცი რეგლამენტის მიხედვით. რამდენადაც არასერიოზული „ნაციონალური მოძრაობის“ ასე შუადღეს შემოსვლა იყო, იმდენად არასერიოზული იყო გადაწყვეტილება, რომ ასე უცბათ, მოულოდნელად დაიხურა”, - განაცხადა ელისაშვილმა.