„BBC"-ს ინფორმაციით, თურქეთში ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით 6 ათასამდე ადამიანია დაკავებული.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი. დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან.
ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.