logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა
- +

9 ივნისი. 2021. 01:04

 

“გუშინ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცრუ პროექტს წერტილი დაუსვა”, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

 

“ჩემი აზრით, ვა-ბანკზე დღევანდელი წასვლა გამოიწვია გაღიზიანებამ და, თუ დააკვირდით, მაინც დატოვა იმ ეჭვის ლეგიტიმურობის შანსი, რომ მაინც რაღაც ხომ არ ხდება, მიიტანა რა ერთ ადამიანზე და ვიწრო ჯგუფზე იერიში, სხვების კრიტიკას კი თავი აარიდა. პარლამენტი და ირაკლი კობახიძე იყო მისი სამიზნე. ჩემთვის ემოციურად რთული მოსასმენი იყო სიტყვები, რომ პარლამენტში ვერავინ ვერ ვნახეო. ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი. უკრაინიდან მიღებულ ინფორმაციაში რომც შევიტანო ეჭვი, როდესაც ასეთ სიცრუეს ვისმენ იმის შესახებ, რასაც მე შევესწარი და სადაც მე ვიყავი, ეს არის კონკრეტული დიაგნოზი გულწრფელობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner