logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება, ვმუშაობთ ათწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე
- +

9 ივნისი. 2021. 01:42

 

“დღეს, ბიუჯეტის ათი პროცენტი განათლების სფეროსკენ მიემართება და ამ სფეროს დიდი ყურადღება ეთმობა”, – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

„მნიშვნელოვანია, განათლება პრიორიტეტი იყოს, მაგრამ აქ ორიენტირი უნდა იყოს არა რაღაც პროცენტულ მაჩვენებლებზე, არამედ იმაზე, რომ იყოს სწორი პოლიტიკა და ამ სწორ პოლიტიკაში საკმარისი რესურსების დახარჯვა. ეს 6% იქნება, 5 თუ 7, იქიდან უნდა გამომდინარეობდეს, რა საჭიროება და აუცილებლობაც არის. მექანიკური მიბმები ზოგადად, არასწორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ვადით გადაიწია პანდემიის გამო განათლების დაფინანსებამ, რაც 2022 წელს მშპ-ის 6% უნდა ყოფილიყო და რჩება თუ არა „ქართული ოცნება“ ამ დაპირების ერთგული.

 

 

„უმაღლეს განათლებაზე რომ ვისაუბროთ, აქ ერთ-ერთი მიმართულება არის უმაღლესი განათლების დაფინანსება და დღეს გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ვაფინანსებთ იმდენ რაოდენობა იურისტს, ეკონომისტს და იმ მიმართულებებს, რომლებიც პრესტიჟული მიმართულებებია, რაც რეალურად, ქვეყანას არ სჭირდება. დაფინანსება მორგებული უნდა იყოს იმაზე, თუ რა საჭიროებაა შრომის ბაზარზე და დაფინანსება ამის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. რამდენიმე ხანია, განათლების სამინისტრო ამაზე მუშაობს და უკვე ფორმულებიც მოფიქრებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner