“რეზო გაბრიაძე - საოცარი, უნიჭიერესი ადამიანი. მთელ მსოფლიოში ქართული ტალანტის, იუმორის და სითბოს გამავრცელებელი და ჩვენი ყველაზე საუკეთესო ელჩი მსოფლიო ხალხებთან”, - ამის შესახებ “ჯეოქეისის” მკვლევარმა, პროფესორმა ზვიად კირტავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მისი წყალობით ბევრი უმძიმესი ამბავიც კი ნათელი სევდით არის შემოსილი, და უამრავჯერ გვიცინია და გვიზეიმია სიკეთის და სიყვარულის მარადიულობა!
ნათელში იყოს”, - დასძინა კირტავამ.