დღეს ქუთაისში „ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. კანდიდატების დასახელება 20:00 ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.
მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, ექიმი დიმიტრი მხეიძე და ქალაქის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი დასახელდებიან.