logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ დღეს ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს
- +

18 ივლისი. 2016. 10:27


დღეს ქუთაისში „ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებს  დაასახელებს. კანდიდატების დასახელება 20:00 ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.


მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.


სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, ექიმი დიმიტრი მხეიძე და ქალაქის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი დასახელდებიან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner