გახარიას ნეპოტისტური ქსელი – როგორ ასაქმებდა გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს – ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი
-
+
9 ივნისი. 2021. 11:37
ტელეკომპანია ,,იმედი“ ყოფილ პრემიერს და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელს, გიორგი გახარიას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის და მისი ნეპოტისტური ქსელის შესახებ საუბრობს.
„თანამებრძოლებთან დაპირისპირებაში შესული პოლიტიკოსის კარიერა ყოველთვის კრახით მთავრდება. დღეს ამ გზას საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი, გიორგი გახარია ადგას.
პოლიტიკაში ხელმეორედ შემოსვლის ერთ-ერთ მიზეზად გიორგი გახარია კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლას ასახელებს და ამბობს: „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც სუსტი ინსტიტუტები აქვს და სადაც ნეპოტიზმის და კორუფციული რისკები არსებობს“.
მოქალაქეს, შეიძლება, გაუჩნდეს განცდა, რომ გიორგი გახარია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სისტემის შიგნით ებრძოდა ამ მანკიერებებს, მაგრამ როცა ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდა, ის გადავიდა ოპოზიციაში.
სინამდვილეში, გიორგი გახარია არათუ ებრძოდა ნეპოტიზმსა და კორუფციას, არამედ მას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად შეუქმნია საკუთარი ნეპოტისტური ქსელი,”- ნათქვამია სიუჟეტში.
ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში ვრცლადაა საუბარი, თუ როგორ ასაქმებდა გახარია მის გარემოცვას სახელმწიფო უწყებებში.
როგორ ასაქმებდა და აწინაურებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში და ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს? (ნეპოტიზმი არის მეგობრებისადმი და ნათესავებისადმი განსაკუთრებული პრივილეგების მინიჭება, მათი დამსახურების მიუხედავად)
გიორგი გახარიას ნეპოტისტური კლანში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ძმებ ხოჯევანიშვილებსა და კახაბერ საბანაძეს.
- გახარიას მარჯვენა ხელი – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი; გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავშირება მოხდა გახარიას ცოლის ძმის, გიორგი ფანცულაიას მეშვეობით, რომელიც ხოჯევანიშვილის მეგობარია. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას შსს-ს მინისტრობის დროს დაინიშნა სამინისტროს გენინსპექციის უფროსად, ხოლო შემდეგ, გახარიას წყალობითვე, გახდა სუს-ის უფროსის მოადგილე;
- ალექსანდრე ხოჯევანშვილის ძმა – გიორგი ხოჯევანშვილი გახარიამ ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დაანიშნინა, შემდეგ კი, საპარლამენტო სიაში შეიყვანა. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი და გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია;
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის და, გვანცა იორდანიშვილი დასაქმებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი ცოლის და, ნათია იორდანიშვილი დასაქმდა „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“;
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის კიდევ ერთი და დასაქმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში;
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლისდის – გვანცა იორდანიშვილის მეუღლე, ნიკა გელაშვილი, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე, დაინიშნა „112“-ის დირექტორად, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრიდან – საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის, „112“-ის დირექტორის მოადგილედ;
- ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმის, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე – ნათია ჯავახი დასაქმდა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“;
- გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლის და, თამარ ჯავახი დასაქმდა 112-ში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნიკა გელაშვილია;
- გიორგი ხოჯევანიშვილის ქვისლი, თამარ ჯავახის მეუღლე, ალექსანდრე სანდოძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მართლწესრიგის ოფიცრების მიმართულებით.
ძმები ხოჯევანიშვილების დაჯგუფებას განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა შიდა ქართლში.
- გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარი – ბაჩანა გვიანიშვილი დასაქმდა შიდა ქართლის წყალმომარაგების კომპანიის უფროსად;
- გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი – ზაზა აბრამიშვილი დაინიშნა სატყეო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსად
- გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი – ნუგზარ სამხარაძე დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ;
- ასევე ხოჯევანიშვილების კადრია გორის ყოფილი ვიცე-მერი – ერასტი ელიჯარაშვილი;
- ერასტი ელიჯარაშვილის დედა, თამარ მელაქია დასაქმდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში;
- გიორგი ხოჯევანიშვილის მეზობელი, ოლეგ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ;
- გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარი, ლექსო მახარაშვილი დაინიშნა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში;
- ამავე სააგენტოში დასაქმდა კიდევ ერთი მეგობარი – ვახტანგ ჯოხაძე;
გახარიას კლანი მხოლოდ ხოჯევანიშვილების დაჯგუფებით არ შემოიფარგლება; ასევე, მძლავრი ნეპოტისტური ქსელი შექმნა გახარიას უახლოესმა თანამებრძოლმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ:
- კახა საბანაძის მამა, ემზარ საბანაძე 2017 წელს „ქართული ოცნებიდან“ არჩეულ იქნა ონის მერად, რომელმაც სკანდალით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა;
- კახა საბანაძის მეუღლე – ანა ვახტანგიშვილი დაინიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში;
- საბანაძის ცოლისდა – გვანცა ვახტანგიშვილი დასაქმდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში;
- საბანაძის ქვისლი, გვანცა ვახტანგიშვილის მეუღლე – კოტე ანანიაშვილი, გავლენიანი ქვისლის წყალობით, დაწინაურდა ჯერ აჭარის პოლიციის უფროსად, ხოლო შემდგომ – მთავრობის რეგიონული სამსახურის უფროსად;
- კონსტანტინე ანანიაშვილის მამა, მერაბ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში;
- გორის ყოფილი მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი ასევე კახა საბანაძის მეგობარია;
- საბანაძის კიდევ ერთი მეგობარი, გიორგი სამნიაშვილი, იგივე „ჩობანა“, დაინიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ;
- კახა საბანაძის ქვისლის შვილი, თამაზ რიკრიკაძე დასაქმდა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში;
- ამავე სააგენტოში დასაქმდა კონსტანტინე ანანიაშილის დეიდაშვილი – გივი ჯავახიშვილი;
- კახა საბანაძის ნათესავი, ნუკრი ჯალაბაძე დაინიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში, აქვე დასაქმდა კიდევ ერთი ნათესავი – ინალი ჯალაბაძე;
- საბანაძის კიდევ ერთი ნათესავი, მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ;
- კახა საბანაძის მეგობარი, გიორგი ჩოქური დაინიშნა შიდა ქართლის დეტექტივების სამმართველოს უფროსად;
კახა საბანაძის წყალობით, დასაქმდნენ და დაწინაურდნენ მისი სხვა მეგობრებიც:
- გიორგი გობეჯიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;
- კახაბერ ფერსაშვილი – შსს-ს ვარიანის განყოფილების უფროსი;
- გიორგი მეზვრიშვილი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;
- ვასილ როსტევანიშვილი – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;
- გიორგი ტეტუნაშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;
- სიმონ ჯიქიძე – შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- დავით არჩვაძე – მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი.
ამასთან;
- გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის მეუღლე, მარიამ რობაქიძე დასაქმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ხოლო მამა – მიხეილ ქემოკლიძე – დიდუბის გამგეობაში;
- გახარიას თანაგუნდელისა და პარლამენტის წევრის, ბექა ლილუაშვილის მეუღლე, თინათინ ავალიანი დასაქმებულია „საპენსიო სააგენტოში“. ბექა ლილუაშვილი თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული საპენსიო სააგენტოს შემქნის პროცესში;
- დეპუტატისა და ყოფილი ბიზნესომბუდსმენის, მიხეილ დაუშვილის მეუღლე, ნანა კაპანაძე დასაქმებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროში;
- ნათია მეზვრიშვილის და დასაქმებულია „საქართველოს ეროვნულ ბანკში“;
- ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობარი, თამარ ხვედელიანი დასაქმდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე. ამჟამად ის გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის წევრია;
- ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობრის, თამარ ხვედელიანის მეუღლე, გიორგი გამეზარდაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად, ხოლო მოგვიანებით – სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილედ;
- ნათია მეზვრიშვილის ნათესავი, მამუკა კვირიკაშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე;
- სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას სიძე, ზურაბ ერისთავი გიორგი გახარიამ მექსიკის შეერთებულ შტატებში დანიშნა საქართველოს ელჩად;
- ალექსანდრე მოწერელიას დისშვილი, ანა ერისთავი, გავლენიანი ბიძის დახმარებით, ასევე დასაქმდა მთავრობის ადმინისტრაციაში;
- სწორედ ალექსანდრე მოწერელიასთან მეგობრობის გამო მოხვდნენ თანამდებობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ფოთის მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურია;
- მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად დეპუტატისა და გიორგი გახარიას ახლო მეგობრის, შალვა კერესელიძის ცოლისძმა, აკაკი ხუნწელია დაინიშნა მარტვილის მერის მოადგილედ;
- გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა მალხაზ თორია;
- გიორგი გახარიამ მეგობრობის ნიშნით, დანიშნა გამოუცდელი კადრი, კლასელი თემურ კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსად, ხოლო სამინისტროში ვახტანგ გომელაურის მოსვლის შემდეგ – დანიშნა კვიპროსში საქართველოს ელჩად;
- გახარიას ცოლის ნათესავი, ვლადიმერ წურწუმია დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის „სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილების უფროსად“.
ეს ძალიან დიდი სია ნათელი მტკიცებულებაა, როგორც ებრძოდნენ ნეპოტიზმსა და კორუფციას გახარია და მისი გუნდის წევრები. სინამდვილეში. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ, სხვა თუ არაფერი, გახარია, მინიმუმ, ფარისეველია, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის ლოზუნგები კი – ისეთივე მოჩვენებითი, როგორც მისი იმიჯი.
წყარო :