logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: მომავალ პარლამენტში მოვითხოვთ პროკურატურისგან მნიშვნელოვან საქმეებზე მეტ ინფორმაციას
- +

18 ივლისი. 2016. 10:34



„ქართული ოცნების" ახალმა სახემ თამარ ჩუგოშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ პარლამენტში  პროკურატურისგან მნიშვნელოვან საქმეებზე მეტ ინფორმაციას მოითხოვენ.

 

„ზოგიერთ საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა, ან საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ მომავალ პარლამენტში მოვითხოვთ პროკურატურისგან მნიშვნელოვან საქმეებზე მეტ ინფორმაციას. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას საზღვარგარეთ სწავლა ბიძინა ივანიშვილმა დაუფინანსა. ჩუგოშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის თანაშემწე იყო, თუმცა, საზღვარგარეთ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაუფინანსა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრება, ჩუგოშვილის თქმით, ეს სწორი ფორმულირება არ არის და ამის საფუძველიც არ არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner