logo_geo
eng_logo
ფეთჰულა გიულენი: ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს
- +

18 ივლისი. 2016. 10:36



ფეთჰულა გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს.


რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი და საზოგადო მოღვაწე გიულენი ამბობს, რომ თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა.


„საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს", - განაცხადა ფეთჰულა გიულენმა მედიასთან საუბარში.


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner