„ფრანს პრესის" ცნობით, სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს შეტაკებებისას გარდაცვლილთა დაკრძალვის შემდეგ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მხარდამჭერებს შეხვდა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს. პრეზიდენტს მომხრეებმა სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს შეძახილით - „ჩვენ გვინდა სიკვდილით დასჯის აღდგენა".
„ჩვენ გვესმის თქვენი მოთხოვნა. დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაწყვეტილებებს იღებენ იმაზე დაყრდნობით, რასაც ხალხი ამბობს. ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ამას მეტი ვეღარ გადავდებთ, რადგან ამ ქვეყანაში ისინი, ვინც იწყებენ სახელმწიფო გადატრიალებას, ამის სანაცვლოდ საფასურს იხდიან", - განაცხადა ერდოღანმა.