logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
- +

9 ივნისი. 2021. 14:22

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ალექსანდრ ლუკაშენკოს, დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

„ბატონი პროტასევიჩი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. მანამდე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასევე, მივმართავთ ბელარუს ხალხს, განსაკუთრებით მათ ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და მედიის თავისუფლებისთვის – ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მომავლის გადასარჩენად თქვენი ბრძოლის პირდაპირ მხარდაჭერას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

შეგახსენებთ, რომან პროტასევიჩი ბელაუსის ხელისუფლებამ 23 მაისს დააკავა. ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ რეისი, რომლის ბორტზეც ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებით დასვა მინსკში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner