logo_geo
eng_logo
ჯონ კერი თურქეთის ამბოხში აშშ-ის მონაწილეობას უარყოფს
- +

18 ივლისი. 2016. 10:38



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთის ამბოხში აშშ-ის მონაწილეობას უარყოფს. კერიმ განაცხადა, რომ ანკარის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ზიანს აყენებს NATO-ში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას.


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუსთან საუბრისას კერიმ ვაშინგტონის წინააღმდეგ ასეთი სახის ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner