აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთის ამბოხში აშშ-ის მონაწილეობას უარყოფს. კერიმ განაცხადა, რომ ანკარის განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ზიანს აყენებს NATO-ში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუსთან საუბრისას კერიმ ვაშინგტონის წინააღმდეგ ასეთი სახის ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.