logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ყველა შემთხვევაში მადლობა რესტორანს!
- +

9 ივნისი. 2021. 15:01

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ 2 დღის მანძილზე, ძალიან ბევრი უარყოფითი და კრიტიკული კომენტარი წავიკითხე აღნიშნულ ქვითართან დაკავშირებით, თითქოს "რესტორანი პიარს იკეთებს", "თუ  გადახდა უნდოდათ, შესვლისთანავე ეთქვა, დაწერა რად უნდოდა", "15%-ანი ფასნამატი რა ამბავია" და ა.შ.

 

რამდენიმე აქცენტს დავსვამ:

 

  1. დადის ასეთი ხმები, რომ მსგავსი შინაარსის წარწერით, ისრაელის ჯარისკაცებს, ხშირად უბრუნებდნენ ქვითრებს. თუ ჩვენთან ვინმემ მსგავსი გაიმეორა, სხვამ, თუ იგივეს არ გაიმეორებს, არ უნდა გააკრიტიკო მაინც.

 

  1. სადაა პიარი, რესტორნის სახელი აწერია გავრცელებულ "სქრინს"?

 

  1. პიარიც რომ იყოს, სხვებმაც გააკეთონ იგივე, ტაშს დავუკრავთ.

 

  1. ზოგადად, პიარია თუ გულწრფელი ქცევა, ქველმოქმედებას ან მსგავს ფაქტებს არ აკრიტიკებენ, არ ითვლება კარგ ტონად.

 

  1. თუმცა, არ მიკვირს. სადაც ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდის ქველმოქმედებაზე ქილიკობენ, 215-ლარიანი ქვითრის გაქილიკება რა გასაკვირია?! ამას წინათ ერთმა "ბიძინაქველი" ქილიკით დაწერა. აკრიტიკე პოლიტიკურ საკითხებში, არ.მოგწონს, ხმას ნუ მისცემ მის დაფუძნებულ პარტიას. ქველმოქმედების ქილიკი რა ტონია?!

 

  1. ამ რესტორნის სახელი რომ ვიცოდე, არ ვიკითხავ გულრწფელობის შესახებ, სიამოვნებით ვივლი.

 

  1. ყველა შემთხვევაში მადლობა რესტორანს!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner