-
+
9 ივნისი. 2021. 15:01
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამ 2 დღის მანძილზე, ძალიან ბევრი უარყოფითი და კრიტიკული კომენტარი წავიკითხე აღნიშნულ ქვითართან დაკავშირებით, თითქოს "რესტორანი პიარს იკეთებს", "თუ გადახდა უნდოდათ, შესვლისთანავე ეთქვა, დაწერა რად უნდოდა", "15%-ანი ფასნამატი რა ამბავია" და ა.შ.
რამდენიმე აქცენტს დავსვამ:
- დადის ასეთი ხმები, რომ მსგავსი შინაარსის წარწერით, ისრაელის ჯარისკაცებს, ხშირად უბრუნებდნენ ქვითრებს. თუ ჩვენთან ვინმემ მსგავსი გაიმეორა, სხვამ, თუ იგივეს არ გაიმეორებს, არ უნდა გააკრიტიკო მაინც.
- სადაა პიარი, რესტორნის სახელი აწერია გავრცელებულ "სქრინს"?
- პიარიც რომ იყოს, სხვებმაც გააკეთონ იგივე, ტაშს დავუკრავთ.
- ზოგადად, პიარია თუ გულწრფელი ქცევა, ქველმოქმედებას ან მსგავს ფაქტებს არ აკრიტიკებენ, არ ითვლება კარგ ტონად.
- თუმცა, არ მიკვირს. სადაც ბიძინა ივანიშვილის 3 მილიარდის ქველმოქმედებაზე ქილიკობენ, 215-ლარიანი ქვითრის გაქილიკება რა გასაკვირია?! ამას წინათ ერთმა "ბიძინაქველი" ქილიკით დაწერა. აკრიტიკე პოლიტიკურ საკითხებში, არ.მოგწონს, ხმას ნუ მისცემ მის დაფუძნებულ პარტიას. ქველმოქმედების ქილიკი რა ტონია?!
- ამ რესტორნის სახელი რომ ვიცოდე, არ ვიკითხავ გულრწფელობის შესახებ, სიამოვნებით ვივლი.
- ყველა შემთხვევაში მადლობა რესტორანს!“ - წერს ამირან სალუქვაძე.