„ფრანს პრესის" ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა რიცხვმა 290-ს გადააჭარბა. თურქეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით, მსხვერპლთა შორის 190 სამოქალაქო პირია, 100-ზე მეტი კი - ამბოხის მონაწილე. დაშავებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.
აქამდე თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაღუპული იყო 265 ადამიანი.