საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
მისივე თქმით, აშშ შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც თურქეთში მიმდინარეობს.
„სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესაუბრა მის კოლეგას თურქეთში. ასევე შესთავაზა, რომ ამ ვითარების გამოძიებას შეუწყოს ხელი. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და იგი უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ჩატარდეს დეტალური, ღრმა გამოძიება, თუ ვინ არის ამ მოვლენების, ამ ამბოხების უკან. ჩვენ მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინით თურქეთს ამ საკითხში", - განაცხადა იან კელიმ.