logo_geo
eng_logo
სტამბოლის თავზე უნებართვოდ მფრინავ ვეტმფრენს გაუფრთხილებლად ჩამოაგდებენ
- +

18 ივლისი. 2016. 11:13


სტამბოლის პოლიციის უფროსმა სამართალდამცავებს უბრძანა, რომ გაფრთხილების გარეშე ჩამოაგდონ ნებისმიერი ვეტმფრენი, რომელიც ქალაქის თავზე ნებართვის გარეშე იფრენს.


სტამბოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა რეგიონებიდან 1800 სპეცრაზმელი ჩაიყვანეს. პოლიციის დამატებითი ძალები თურქეთის უმსხვილესი ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ. გაძლიერებულია სტამბოლში მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა.


16 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამბოხებულებმა რამდენიმე ვეტმფრენი გაიტაცეს, ორი მათგანი ანკარის თავზე ჩამოაგდეს, ერთით რვა სამხედრომ საბერძნეთში გაქცევა შეძლო.


17 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაიპ ენდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.


ბოლო ორი დღის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6000 ადამიანი დააკავეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner