logo_geo
eng_logo
ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
- +

18 ივლისი. 2016. 11:24



შსს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მიხეილ ძაგნიძის განაცხადებით, სამართალდამცველებმა ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით  სამი პირი დააკავეს.


სამართალდამცველებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებით პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.


მიხეილ ძაგნიძის განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.


გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაში დახმარება.


გამოძიების ცნობით, სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. წინასწარ 7 000 დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი პირის ავტომანქანის ჩხრეკისას 7000 აშშ დოლარი ამოიღეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner