logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე გახარიაზე: საზოგადოებაში არ შეიძლება იყო ორმაგ და მრავალსტანდარტიან პოლიტიკურ აქტივობაში
- +

9 ივნისი. 2021. 17:58

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე TV „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც აღწერილია, რომ გიორგი გახარიას ჰქონდა ნეპოტისტური ქსელი და სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს  ასაქმებდა.

 

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სახეზეა გიორგი გახარიას ორმაგი სტანდარტები, ხოლო მისი შემდგომი განცხადებები უკვე აღარ აღიქმება სერიოზულად.

 

„ტელეკომპანია „იმედმა“ საკმაოდ საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ანუ შემოგვთავაზა იმ ფაქტების ერთობლიობა, რომელიც რეალურად არსებობს და ძალიან გასაკვირია ყოფილი პრემიერისაგან ნეპოტიზმზე, კორუფციაზე საუბარი, როდესაც ერთი - ასეთი მეგობრული კლანი არსებობს მის გარშემო და მეორე - როდესაც მისი ადმინისტრაციის ჩინოსნებისაგან, რომლებიც ახლა მის პარტიაში არიან. ჩვენ მუდმივად გვესმოდა ხოლმე ახალი ამბები, რომ საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო დაწინაურდა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ახლა ეს ყოფილი ჩინოსნები თურმე ამბობენ გახარიასთან უნისონში, რომ საქართველოს კორუფციული პრობლემები აქვს.

 

მე ცხადია, ისევე როგორც საზოგადოება, ვუჯერებ საერთაშორისო რეპორტებს, ანგარიშებს და არა რაღაც პოლიტიკურ გზავნილებს და მესამე - კიდევ რაც ტრაგიკულად საინტერესოა გახარიასთვის, მან „TV პირველის“ გუშინდელ ტელეეთერში განაცხადა, რომ მმართველ გუნდს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემაო და გამოდის, რომ თვითონაც თავის დროზე არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი იყო.

 

მოკლედ რომ შევაფასოთ, ჩემი აზრი ის არის, რომ როცა პოლიტიკოსი, აქტორი რაღაცას ლაპარაკობს და ამ დროს სახეზეა ორმაგი სტანდარტები, იმ პოლიტიკოსის შემდგომი განცხადებები უკვე აღარ აღიქმება სერიოზულად. საზოგადოებაში არ შეიძლება იყო ორმაგ და მრავალ სტანდარტიან პოლიტიკურ აქტივობაში“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner