logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა - ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში
- +

10 ივნისი. 2021. 02:42

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს,  რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს. ამ საკითხზე პუტინმა Россия 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

„რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატოში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს. ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ. მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა. ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner