საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარისა და გურიის რეგიონებში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე, რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.